ირაკლი ძარიას დებიუტი ,,კუკესის” შემადგენლობაში ,,ფენერბახჩეს” წინააღმდეგ შედგა

ირაკლი ძარიას დებიუტი ,,კუკესის” შემადგენლობაში ,,ფენერბახჩეს” წინააღმდეგ შედგა

14.01.2018 | 01:21

საყრდენ ნახევარმცველ ირაკლი ძარიას დებიუტი ალბანურ ,,კუკესში" დღეს შედგა. მისი ახალი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში თურქულ ,,ფენერბახჩეს" 2-2 დაუზავდა. 

აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ სადებიუტო მატჩშივე შეხვედრა სრულად ჩაატარა.

​ შეგახსენებთ, რომ ძარია ალბანურ გუნდს გორის ,,დილადან" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები