“ინტერის” პრეზიდენტმა პოსტი დატოვა

“ინტერის” პრეზიდენტმა პოსტი დატოვა

17.07.2017 | 17:55

 

ინდონეზილი ბიზნესმენი და "ინტერის" აქციების 70%-ის მფლობელი, ერიკ ტოჰირი კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.

ცნობილია, რომ აზიური თამაშები-2018-ს ინდონეზია მასპინძლობს და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ტოჰირს პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა. ბიზნესმენის განცხადებით მას სხვა საქმეებისთვის დრო აღარ რჩება, რათა ტურნირის მასპინძლობისთვის დიდი როლი აკისრია.

"აზიურმა თამაშებმა მაიძულა შევეშვა ყველა სხვა საქმეს. მილანში ყოველ თვე მივფრინავდი, თუმცა დროის სიმცირის გამო, უკანასკნელად იქ აპრილში ვიყავი და ამიტომაც გადავწყვიტე კლუბის პრეზიდენტის პოსტი დავტოვო.

ფეხბურთი აღმა და დაღმა სვლისგან შედგება. რა თქმა უნდა საწყენია, თუ როგორ ჩავატარეთ გასული სეზონი. Sunning-ს შეუძლია შემეხმანოს ხოლმე და ფეხბურთელებზე აზრი მკითხოს, მაგრამ ადრინდელივით აღარ მაქვს დრო მწვრთნელებთან ბევრი ვისაუბრო", - ტოჰირის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირმა მილანური კლუბის საკონტროლო პაკეტი 2013 წელს შეიძინა. 2017 წლის 6 ივნისიდან "ინტერი" ჩინური კომპანია Sunning Holding Group-ის მფლობელობაშია.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები