ინიესტა იაპონიაში ითამაშებს

ინიესტა იაპონიაში ითამაშებს

8.05.2018 | 13:34

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 

ESPN-ის ჟურნალისტის, ჟორდი ბლანკოს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა "ვისელ კობესთან" 3 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, მისი წლიური ანაზღაურება კი 30 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინიესტას ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა იაპონური კლუბის მფლობელმა, ჰიროში მიკიტანიმ, რომელიც ასევე "ბარსელონას" სპონსორის, კომპანია "RAKUTEN"-ის გენერალური დირექტორი გახლავთ. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ვისელ კობეს" ღირსებას გერმანელი თავდამსხმელი, ლუკაშ პოდოლსკი იცავს. 

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები