ინგლისს რეკორდამდე 4 მოგება აშორებს

ინგლისს რეკორდამდე 4 მოგება აშორებს

26.03.2019 | 13:48

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შეარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და საწყის ორ ტურში მეტოქეებს 10 გოლი გაუტანა, პასუხად კი მხოლოდ ერთი მიიღო.

პირველ ტურში ინგლისელებმა "უემბლიზე" ჩეხეთის რესპუბლიკას უმასპინძლეს და 5:0 გაანადგურეს. მე-2 ტურში ბრიტანელები მონტენეგროს ეწვივნენ და აქტივში იოლი 3 ქულა ჩაიწერეს.

ამრიგად, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების ეგიდით ზედიზედ 12 გამარჯვება დააგროვა და საფრანგეთის ნაკრების მიღწევა გაიმეორა, რომელიც სამფეროვნებმა 1999 - 2006 წლებში დაფიქსირეს. 

ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზე ესპანეთის ეროვნული გუნდია (13 გამარჯვება - 2007-2014 წწ.) პირველ პოზიციაზე კი ჩეხეთის რესპუბლიკაა (15 მოგება - 1995-2002 წწ.)

ასე, რომ გარეტ საუთგეიტის გუნდს რეკორდის დამყარებამდე მხოლოდ 4 მოგება აშორებს და თუ მეტოქეებს გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ.

მომდევნო ორი შეხვედრა ბრიტანელებს საკუთარ კედლებში ელით. 7 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებენ, 10-ში კი ბულგარეთს. სიმბოლურია, რომ რეკორდის გამეორება ინგლისს სწორედ მის ავტორთან შეუძლია, როდესაც ისინი ჩეხებს 11 ოქტომბერს ესტუმრებიან და თუ ხსენებული სამივე მატჩი მოიგეს, სარეკორდო მე-16 გამარჯვების მოპოვება ბულგარეთში, 14 ოქტომბერს მოუწევთ.

 

ზურა ბაიდარაშვილი

 

 

 

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები