ივან ფატიჩი: ახლა ჩვენ ბევრად უკეთესები ვართ

ივან ფატიჩი: ახლა ჩვენ ბევრად უკეთესები ვართ

7.10.2018 | 21:49

სამტრედიას ლეგიონერმა, ცენტრალურმა მცველმა, იავნ ფატიჩმა  გუშინდელი მოგების შემდეგ  კომენტარი გააკეთა რომელიც სამტრედიას ოფიციალურ Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა. კომენტარს უცვლელად გთავაზობთ

ივან ფატიჩი: "ძალიან ბედნიერი ვარ გუშინდელი მოგების გამო, ვულოცავ ჩემ გუნდს და ყველა გულშემატკივარს. ვფიქრობ ეს გუნდი არ უნდა იბრძოდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის, ახლა ჩვენ ბევრად უკეთესები ვართ და ვფიქრობ ჩვენი ადგილიც უფრო მაღლა უნდა იყოს ცხრილში.

გუშინდელი გამარჯვების მიზეზი ჩემი გოლი კი არა მთლიანი გუნდის თავდადება იყო. ვიმედოვნებ ეს ჩვენი წატრმატების მხოლოდ დასაწყისია, კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებთ და ცხრილშიც უფრო სახარბიელო ადგილზე გადავინაცვლებთ. ახლა ყველანი უკეთ ვგრძნობთ თავს და გუნდშიც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა.

ძალიან მიყვარს ჩვენი გუნდის ფან კლუბი ისინი ყოველთვის გვერდით გვიდგანან ამ რთულ პერიოდშიც კი. ფან კლუბზე მხოლოდ კარგის თქმა თუ შემიძლია.

ჩვენი გუნდი განაგრძობს აქტიურ მზადებას შემდეგი მატჩისთვის, ყოველი თამაში და ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

 

შეგახსენებთ, რომ 28-ე ტურის მატჩში სამტრედიამ ფატიჩის ერთადერთი გოლით თბილისის ლოკომოტივი დაამარცხა.