იაშვილი: “სასიხარულოა, რომ ეს შედეგი გამორჩეულია”

იაშვილი: “სასიხარულოა, რომ ეს შედეგი გამორჩეულია”

5.10.2017 | 00:11

საქართველოს ეროვნულ ლიგაში პოლარის სისტემა ახლახან დამონტაჟდა. ეს მეთოდი მწვრთნელს აძლევს საშუალებას მიიღოს ინმფორმაცია ფეხბურთელის შესახებ მატჩის მსვლელობისას თუ რა მანძილი დაფარა, რა სიჩქარე განავითარა და ასე შემდეგ.

რამოდენიმე მატჩში უკვე გამოიყენეს ეს სისტემა. ერთ-ერთი იყო "საბურთალო" - "ტორპედოს" შეხვედრა, სადაც უჩვეულო რამ დაფიქსირდა. საქმე იმაშია, რომ "საბურთალოს" უკანა ხაზელმა, ნოდარ იაშვილმა ამ მატჩში მაქსიმალური სიჩქაე 36.8 კმ/სთ განავითარა რაც უნიკალური შედეგია და ამ მაჩვენებლით იაშვილი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელთა სიაში შევიდა.

allSPORT.ge  იაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა - " ალიან ცუდია, რომ ის მატჩი წავაგეთ, სადაც ეს შედეგი დაფიქსირდა, თუმცა სასიხარულოა,, რომ ეს შედეგი გამორჩეულია"- განაცხადა ფეხბურთელმა.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები