იაროსლავ კვასოვი მატჩის მსვლელობისას მოწინააღმდეგის მიმართ იგინებოდა

იაროსლავ კვასოვი მატჩის მსვლელობისას მოწინააღმდეგის მიმართ იგინებოდა

3.12.2017 | 23:33

როგორც უკვე იცით, ძალზედ დრამატული მატჩი გაიმართა ბათუმში, "რაგბი არენა"-ზე, სადაც ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და ეროვნულ ლიგა 2-ში მინიმუმ ერთი წლით გადაინაცვლა, ხოლო "სიონს" გაისად ეროვნულ ლიგაში ვიხილავთ.

მატჩის მინმდინარეობისას, მსაჯის მიერ დამატებულ დროში (+4) მცირე, ასე ვთქვათ ინციდენტი მოხდა, რომელიც ზვიად სიხარულიას გოლს მოჰყვა (3:2). კერძოდ კი გიორგი ვადაჭკორიამ გააძევა ბოლნისელთა სათადარიგო მეკარე არჩილ მაქაცარია. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა მიზეზი გაძევებისა იყო მისი რეპლიკა იაროსლავ კვასოვის მიმართ. ბათუმის "დინამოს" უკრაინელმა თავდამსხმელმა იაროსლავ კვასოვმა, მე-2 გოლის გასვლის შემდეგ, გინება დაიწყო, რასაც მაქაცარიამ გინებითვე უპასუხა, რის შემდეგაც მას სათადარიგოთა სკამი დაატოვებინეს.

 

ლევან ქობალია