იაპონიაში უჩვეულო სანახაობა გაიმართა

იაპონიაში უჩვეულო სანახაობა გაიმართა

4.10.2017 | 19:48

უპრეცედენტო ექპერიმენტი ჩატარდა იაპონიაში, სადაც მაგიდის ჩოგბურთის ვარსკვლავი ძიუნ მიძუტანი რობოტს ეთამაშა.

ამ სანახაობამ მაყურებლის და სპორტული მედიის დიდი ყურადღება მიიქცია. რობოტის სახელი ომნორაა, მას რა თქმა უნდა უჭირს ასეთი მაღალი დონის მოთამაშესთნ გამარჯვების მოპოვება, თუმცა მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ახალი მოდელი გაცილებით სწრაფი და მოქნილი იქნება, რაც მას საგრძნობლად გააძლიერებს და კონკურენტუნარიანობას შემატებს. თავად ტიტულოვანი მიძუტანი აცხადებს, რომ პროგრესის შემთხვევაში ამ რობოტს შეეძლება კარგი სპარინგ პარტნიორი გახდეს ადამიანისათვის.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები