თორნიკე შენგელია ალბასთან საუკეთესოდ დასახელდა

თორნიკე შენგელია ალბასთან საუკეთესოდ დასახელდა

27.09.2018 | 14:33

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩი ბერლინის ალბასთან გამართა და 87:77 დაამარცა.

თორნიკემ სასტარტო ხუთეულიდან  დაიწყო და 17 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ამ მაჩვენებლით თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი 27 ოქტომბერს დაიწყება. ბასკონია პირველ მატჩს 29 ოქტომბერს, შინ სარაგოსასთან გამართავს.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote