თორნიკე ოქრიაშვილი: რთულია ოცნება ასეთ დაბრუნებაზე

თორნიკე ოქრიაშვილი: რთულია ოცნება ასეთ დაბრუნებაზე

5.10.2018 | 17:55

ევროპა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარმა, რომელმაც შინ, სევილია 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი, სწორედ თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი: "ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არ მჯეროდა, როცა ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეში დავინახე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. დღეს თამაშისთვის ასი პროცენტით მზად ვარ.

ვიდრე კლაესონი თავით გადაცემას შეასრულებდა, მსურდა ისე მოეცა პასი, რომ ''მაკრატელა'' დამერტყა. მან იდეალურად ითამაშა. შანსი გამოვიყენე.

რთულია ოცნება ასეთ დაბრუნებაზე. მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.

მთავარი მწვრთნელი მენდო, თამაშის საშუალება მომცა. მადლობა მას.

მადლობა ქომაგებს. მათ სტადიონზე არაამქვეყნიური ატმოსფერო შექმნეს."