თეიმურაზ შონიამ ბათუმის “დინამო” დატოვა

თეიმურაზ შონიამ ბათუმის “დინამო” დატოვა

4.12.2017 | 16:49

როგორც ჩანს "სიონთან" მარცხის და ეროვნულ ლიგა 2-ში გადაბარგების შემდეგ, ბათუმის "დინამოს" რთული პერიოდი უდგას. გუნდი უკვე დატოვა კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ. ამ ინფორმაციას "დინამოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

ამასთან ერთად გავრცელდა შონიას კომენტარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ - "4 სეზონი, 100-მდე მატჩი, ბევრი სიხარული და ხალხის დიდი სიყვარული. სასწაული ბიჭები, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში და ამაყი ვარ, რომ ეს ბიჭები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა მწვრთნელებს, პერსონალს და უფროსობას ნდობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ცუდი სეზონისა ბოლომდე ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა. მადლობასთან ერთად დიდი ბოდიში რომ იმედები გაგიცრუეთ. პირატებო, ტქვენ საუკეთესოები ხართ და იმსახურებთ უმაღლესში დაბრუნებას და ბევრ წარმატებას. მადლობა განვლილი ოთხი სეზონისთვის". თეიმურაზ შონიამ ამ 4 წლის განმავლობაში 109 მატჩი ჩაატარა და 26 გოლის გატანა შეძლო.

ასევე, გაურკვეველია დარჩება თუ არა გუნდის მთავარი მწვრთნელი ასლან ბალაძე, რადგან მისი დანიშვნისას კლუბმა განაცხადა, რომ ბალაძე გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებდა.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote