თბილისის “ტიტებს” სამი ახალწვეული ჰყავს
თბილისის “ტიტებს” სამი ახალწვეული ჰყავს თბილისის “ტიტებს” სამი ახალწვეული ჰყავს

თბილისის “ტიტებს” სამი ახალწვეული ჰყავს

6.11.2017 | 20:58

თბილისის "ტიტები" ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და გაძლიერებას განაგრძობს. უკანასკნელ დღეებში კლუბმა სამი კაათბურთელი დაიმატა.

"ტიტების" ახალწვეულია დიტო დვალიშვილი. 24 წლის მძიმე ფორვარდი გუნდში "წყალტუბოდან" გადავიდა.

''წყალტუბოში'' დვალიშვილი საშუალოდ 34 წუთს თამაშობდა და 14.7 ქულას აგროვებდა.

დიტო სუპერლიგაში სტუ-ს, "სოხუმის" და "ქუთაისის" რიგებში თამაშობდა და ამ უკანასკნელთან ერთად 2014 წელს საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.

"ტიტებში" 13 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

"ტიტების" კიდევ ერთი ახალწვეული ქაქუცა აბაიშვილია. გამოცდილი უკანახაზელი შარშან ა-ლიგის მონაწილე "არენაში" თამაშობდა და გუნდის საუკეთესო მეპასეც გახდა.

აბაიშვილი რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია და  კარიერის უდიდესი  ნაწილი ამ ქალაქის გუნდში აქვს გატარებული. 2011-2012 წლების სეზონში თსუ-ში თამაშობდა.

შარშან კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ "არენაში" გამოდიოდა და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "ტიტების" წინააღმდეგ ჩაატარა, 29 მარტს გამართულ შეხვედრაში   21 ქულა, 10 მოხსნა, და 7 პასი  მიითვალა.

ქაქუცას საქართველოში არსებული ყველა ტიტიული აქვს მოგებული "რუსთავის" შემადგენლობაში.

 

"ტიტების" კიდევ ერთი ახალწვეული 19 წლის  გუგა პატაშურია.

გუგა ამპლუით ფორვარდი გახლავთ, რომელიც რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია. "ტიტებში" გადმოსვლამდე ცოტახანი თამაშობდა  ავსტრიულ "კლოსნოებურგში", სადაც მისი თანაგუნდელი იყო "ქუთაისი 2010"-ს ლეგიონერი ვრაითი.

პატაშური 2016-2017 წლების სეზონში  რუსთავის 20 წლამდე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. საშუალოდ მისი მონაგარი 18 ქულას და 9.3 მოხსნას შეადგენდა.

გუგა დასახელებული იყო საქართველოს 20 წლამდე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. "ტიტებში"  33 ნომერიანი მაისურით ითამაშებს.