ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე დაწინაურდა

ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე დაწინაურდა

22.06.2017 | 18:39

იდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ რეიტინგი თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად ბერძნულ-რომაულშიც განაახლა.

 

მსოფლიო რეიტინგში ქართველთაგან ყველაზე მაღალ პოციზიას ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი იკავებს რომელიც 80 კგ-კატეგორიაში მეორე ადგილზე იმყოფება, შეგახსენებთ რომ 7 მაისს სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ფალავანმა ერთი წონით მაღალ 80 კგ-ში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

 

მის გარდა კი მსოფლიო რეიტინგში კიდევ 8 ქართველი ფალავანი შევიდა.

 

ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66) მე-6, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში რამაზ ზოიძე (71) მე-16, თბილისის გრან-პრის გამარჯვებული ნიკოლოზ კელასოვი (80) მე-16, ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) მე-12 ადგილს და ევროპის პრიზიორი 23-წლამდელთა შორის ლაშა გობაძე (85) მე-18 ადგილს იკავაბენ.

 

მძიმე 130 კგ-კატეგორიაში კი ერთდოულად სამი ქართველი მოხვდა მსოფლიო რეიტინგში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან არაბული მეხუთე, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში შორის ზვიად პატარიძე მე-14, თბილისის გრან-პრის გამარჯვებული იაკობ ქაჯაია მე-17 ადგილზე არიან.

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები