ზლატანის გადაწყვეტილება “მანჩესტერში” დარჩენაზე მიგვანიშნებს

ზლატანის გადაწყვეტილება “მანჩესტერში” დარჩენაზე მიგვანიშნებს

17.07.2017 | 18:56

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ამოეწურა, შესაძლო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩეს, რაზეც მისი საინტერესო გადაწყვეტილება მიგვანიშნებს.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შვედმა ფეხბურთელმა თავისი შვილები "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში ჩარიცხა.

მაქსიმილიანი და ვინსენტი "იუნაიტედის" 10-წლამდელთა ჯგუფში ივარჯიშებენ, სადაც აგრეთვე რაიან გიგზისა და ნიკი ბატის შვილები ირიცხებიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იბრამ "ლოს ანჯელეს გალაქსის" შეთავაზება არ მიიღო. ამერიკული კლუბი შვედ ფორვარდს წლიური ანაზღაურების სახით 7,5 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდა.

ამჟამად ზლატანი მძიმე ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს გადის და არ არის გამორიცხული "წითელ ეშმაკებთან" ახალი ხელშეკრულებაც გააფორმოს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები