ზამთრის თასი: 2 ნახევარფინალისტი ცნობილია

ზამთრის თასი: 2 ნახევარფინალისტი ცნობილია

12.01.2018 | 22:11

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სფფ-ს მიერ ორგანიზებული ტურნირი ,,ზამთრის თასი" დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს ,,გ" და ,,დ" ჯგუფების მატჩები და ასევე  მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. 

,,გ" ჯგუფიდან ,,სიონი" და ,,შევარდენი" ,,დ" ჯგუფიდან კი ,,ლოკომოტივი" და ,,საბურთალო"  გავიდნენ.

მეოთხედფინალში ,,ლოკომოტივმა" ,,სიონს" 6-2 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, დღის მეორე ნახევარფინალისტი  კი ,,შევარდენი 106" გახდა, რომელმაც ,,საბურთალოს" 5-3 სძლია

ზამთრის თასის მეორე სათამაშო დღე ხვალ გაიმართება და იგი ,,ა" და ,,ბ" ჯგუფის მატჩებით გაგრძლდება, ხვალვე გაიმართება მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩებიც, რომელიც ხვალინდელი დღის  2 საუკეთესო გუნდს გამოავლენს.

,,ა" ჯგუფში ,,ტორპედო" ..გაგრა" ,,თელავი"  და ,,რუსთავი" იასპარზებენ"

,,დ" ჯგუფში კი ,,დინამო თბილისი" ,,ვიტ ჯორჯია" ფოთის ,,კოლხეთი" და ,,ნორჩი დინამო" არიან თავმოყრილნი. 

ზეგინდელი დღე ნახევარფინალს ფინალს და სანაკრებო მატჩებს დაეთმობა.

   ფოტო :eliga.ge                                                                                                                              ნიკა ბაიდაური

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები