ზამთრის თასზე ,,გ”- ჯგუფის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ზამთრის თასზე ,,გ”- ჯგუფის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

12.01.2018 | 15:41

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სფფ-ს მიერ ორგანიზებული ტურნირი ,,ზამთრის თასი" დაიწყო.

ტურნირი გ- ჯგუფით გაიხსნა სადაც ბოლნისის ,,სიონმა" გორის ,,დილა" 8-3 დაამრაცხა.  ,, შევარდენი 1906 მა" კი ,,სამტრეიდას" 5-0 სძლია.

მეორე წრეში ,,შევარდენმა" ,,დილასთან" 2-3 წააგო. ,,სიონმა" კი ,,სამტრედია" 9-2 მოუგო. და ჯგუფში გალიდერდა

მორე წრის დასასრულს ჯგუფიდან გასვლის შანსი ,,სიონთან" ერთად ,,დილასა" და ,,შევარდენსაც" ქონდათ ,,სამტრედიელთათვის" კი მესამე წრე ფრომალობად იყო გადაქცეული 2 მარცხის გამო.

 დასკვნით ტურში ,,სიონმა" ტურნირის პირველი მარცხი იწვნია და ,,შევარდენთან" 1-4 დამარცხდა.  გორის ,,დილამ კი ,,სამტრეედიას" 5-2 მოუგო. 

ამრიგად ამ ჯგუფში 3 გუნდს 1- მარცხი და 2 მოგება მოუგროვდა და ყველაფერი ბურთების შეფარდებით გადაწყდა.

ბურთების უკეთესი შეფარდების  გამო ჯგუფის გამარჯვებული ,,სიონი" გახდა, მეორე ადგილზე ,,შევარდენი 1906 " გავიდა, სწორედ ეს ორი გუნდი განაგრძობს ბრძოლას მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ამ ჯგუფში მესამე მეოთხე ადგილები კი  გორის ,,დილამ" და ,,სამტრედიამ" გადაინაწილეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

დ- ჯგუფის შეხვედრები კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამ წუთებში მიმიდნარეობს, ამ ჯგუფში ,,ლოკომოტივი" ,,საბურთალო" ,,ცხინვალი" და ,,მერანი" ასპარეზობენ.

დღესვე გამოვლინდებიან ტურნირის ნახევარფინალისტებიც.

   ფოტო : ELIGA.GE  

                                                                                                                                                                        ნიკა ბაიდაური

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები