ზაალ ჩაჩავა: “მადლობა ფეხბურთელებს და ფანებს”

ზაალ ჩაჩავა: “მადლობა ფეხბურთელებს და ფანებს”

2.11.2017 | 15:45

ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელმა, ზაალ ჩაჩავამ თავის გუნდს საქართველოს თასის ფინალში გასვლა მიულოცა.

"ჩვენი კლუბის ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ფანებს ვულოცავ თასის ფინალში გასვლას. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც ფინალში გასასვლელად თავი არ დაზოგეს. მადლობა ფანებს, საოცარი ატმოსფეროს შექმნისთვის.

გუნდი თასის ფინალშია და ქვეყნის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. ვიმედოვნებ, რომ სეზონს ორი ტიტულით დავასრულებთ. სანამ აქ ვიქნები, ქუთაისის "ტორპედო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს".

შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" პენალტების სერიაში თბილისის "დინამო" დაამარცხა (5:4) და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ასევე, ფინალშია საჩხერული გუნდი " ჩიხურა", რომელმაც ხონის "იმერეთი" 5:0 დაამარცხა.