ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

1.10.2018 | 17:39

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისიპირდება. უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია -  პოლონური „არკას“ 22 წლის ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.
 
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს მომავალი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყებს.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, დინამო არენაზე 13 ოქტომბერს, 20 საათზე გამართავს.

GFF.GE

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები