ვენგერი პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტიელბით უკმაყოფილოა

ვენგერი პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტიელბით უკმაყოფილოა

16.04.2018 | 14:10

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ინგლისის პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოხატა.

"სამწუხაროდ, ლიგამ უარი თქვა მომდევნო სეზონიდან ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენებაზე. პირადად მე მივიჩნევ, რომ ეს ძალიან, ძალიან ცუდი გადაწყვტილებაა.

პრემიერ ლიგაში საღად მოაზროვნე და პროგრესირებადი ხალხი მუშაობს, რომლებიც მუდამ ცდილობენ მსოფლიოში წამყვან პოზიციებზე იყვნენ, ამ გადაწყვეტილებით კი ჩვენ საკმაოდ ყკან დავიხიეთ.

მიმდინარე სეზონის თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რომლებსაც ვიდეოგამეორების შემთხვევაში თავიდან ავირიდებდით.

ახალგაზრდა თაობა ახალ სისტემას უკვე მიჩვეულია. ვიდეორეფერის გამოუყენებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა მათ ინგლისში თამაშზე უარი განაცხადონ, რათა თითქმის მთელი მსოფლიო უკვე ვიდეოასისტენტს იყენებს", - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს "არსენალის" ვებ-გვერდი.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები