ექსკლუზივი: ოთარ გოშაძე “საბურთალოდან” “დინამოში”

ექსკლუზივი: ოთარ გოშაძე “საბურთალოდან” “დინამოში”

28.12.2017 | 21:17

დედაქალაქური კლუბში ცვლილებები გრძელდება. რამოდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. ჯერჯერობით "დინამოს" ოფიციალურად არც ერთი ფეხბურთელი ჰყავს დამატებული.

allsport.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, 20 წლის ოთარ გოშაძე კარიერას სწორედ თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. მისი ტრანსფერი "საბურთალოს" ეკუთვნის, რომელმაც იგი 2014 წელს იჯარის წესით "ქაშიმფაშაში" გაანათხოვრა. ახლა კი გოშაძე "დინაოს" მაისურს მოირგებს. ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა და შესაბამისად კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ თბილისის "დინამომ" კონტრაქტი ნახევარმცველთან, ბაქარ ქარდავასთან გაახანგრძლივა. ქარდავა კლუბში 2020 წლის ჩათვლით იასპარეზებებს.

 

ლევან ქობალია

3.67 avg. rating (77% score) - 3 votes

მსგავსები