ექსკლუზივი: მარცვალაძე და თოთაძე “რუსთავში”

ექსკლუზივი: მარცვალაძე და თოთაძე “რუსთავში”

3.12.2017 | 10:55

allSPORT.ge-ს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან, ეროვნულ ლიგაში ახლად გადმოსული "რუსთავი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება. კერძოდ კი გუნდს შეუერთდება თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მცველი, ლაშა თოთაძე, რომელმაც "დინამოს" მაისურით კარგი სეზონი ჩაატარა და რამოდენიმე ხანი გუნდს კაპიტნობდა კიდევაც, ბოლო პერიოდში კი ძალიან ლამაზი გოლებითაც დაგვამახსოვრა თავი. თოთაძე 29 წლის გახლავთ, ის პოზიციით ცენტრალური მცველია, თუმცა ასევე კარგად გამოდის მარცხენა მცველის პოზიციაზე.

თოთაძის გარდა, კლუბს საკმაოდ გამოცდილი თავდამსხმელი, ოთარ მარცვალაძე შეუერთდება, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი იყო, თუმცა კარგი სეზონი არ ჰქონდა. მას არც თუ ისე დიდი ხნით მოუწია ბათუმის "დინამოს" მაისურით თამაში. იგი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ბევრი გაუცდა. ოთარი სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა ბათუმელებს, თუმცა მას არ ჰქონია იმდენი სათამაშო დრო რაც მას სჭირდებოდა. მარცვალაძე პოზიციით თავდამსხმელია და 33 წლის გახლავთ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. ესენია: ბოგდან მიშენკო, მუჰამედ ალიუ, სერგეი ლიტოვჩენკო და ლაშა სალუქვაძე.

 

ლევან ქობალია