ესპანეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

ესპანეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

8.07.2018 | 16:15

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფერნანდო იერო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ იერომ "ფურია როხა" მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩაიბარა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულიენ ლოპეტეგი ჩაანაცვლა, რომელსაც ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გაფორმება და გასაჯაროვება არ აპატია, რის გამოც კარისკენ ვადაზე ადრე მიუთითეს. 

ფერნანდო იეროს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალზე კრახი განიცადა და 1/8 ფინალში მასპინძელ რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი 

მსგავსები