ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა

ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა

10.09.2017 | 22:40

საქართველოს ეროვნული ლიგის, 25-ტურის დასკვნითი მატჩი ჩატარდა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს თბილისის "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ.

მთელი პირველი ტაიმი მასპინძლები დომინირებდნენ. სწორედ ამიტომ პრველი ტაიმიც მათი დამაჯერებელი გამარჯვებით (3:0) დასრულდა. პირველი გოლის გატანა საბურთალოელთა შემტევმა, დავით ვოლკოვმა 35-წუთზე მოახერხა. 3 წუთში გუნდის კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა ზუსტად შეძლო საჯარიმოს დარტყმის შესრულება და ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. ირველ დამატებულ წუთზე სტუმართა კარისკენ პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაშა შინდაგორიძემ გოლად აქცია.

მეორე ტაიმში ბათუმელები უკეთ გამოიყურებოდნენ და ერთი-ორი მომენტი შექმნეს, ცთუმცა 82-წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დუბლი გაიფორმა. გოლის გატანა ისევ საჯარომოს ზუსტი შესრულებით მოახერხა (4:0). თავის სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა საბურთალოს ალბანელმა ლეგიონერმა ნდუე მუიეცმა, რომელმაც მეტოქის კარი 86- წუთზე აიღო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში(5:0) დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "საბურთალოს" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზეა, ხოლო ბათუმის "დინამო" 26 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები