ემრე ჯანი “ლივერპულს” უფასოდ დატოვებს

ემრე ჯანი “ლივერპულს” უფასოდ დატოვებს

3.11.2017 | 10:46

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ემრე ჯანი, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, დიდი ალბათობით კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი და "ლივერპული" ახალი კონტრაქტის პირობებზე დღემდე ვერ ახერხებენ შეთანხმებას, რადგან მერსისაიდულ მხარეს არ სურს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითება. ჯანის ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი თვალს აქტიურად ადევნებენ მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი".

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სიტუაციის გამო, "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოს შეძენა ვერ მოახერხა, რადგან არც ბრაზილიელის კონტრაქტშია მითითებული გამოსასყიდი თანხა.

 

ზურა ბაიდარაშვილი