“დორტმუნდს” ახალი მწვრთნელი ეყოლება

“დორტმუნდს” ახალი მწვრთნელი ეყოლება

8.05.2018 | 14:12

დორტმუნდის "ბორუსიას" მომავალი კვირიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.   

Sky-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულ კლუბს "ნიცას" ამჟამინდელი მწვრთნელი, ლუსიენ ფავრი ჩაიბარებს. 

აღსანიშნავია, რომ ფავრის დანიშვნას დორტმუნდელები გასული სეზონის ბოლოსაც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ,ფრანგულ კლუბს ფინანსებზე ვერ შეუთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" სეზონი პიტერ ბოშის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო იგი პიტერ შტიოგერმა ჩაანაცვლა, მაგრამ "ბზიკები" ვერც მის ხელში გამოიყურებიან დამაჯერებლად და საკმაოდ არასტაბილურად ასპარეზობენ. ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "დორტმუნდი" სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და უახლოეს მდევრებს, "ჰოფენჰაიმსა" და ლევერკუზენის "ბაიერს" 3 ქულით უსწრებენ.

რაც შეეხება ლუსიენ ფავრს, 60 წლის სპეციალისტს უკვე აქვს გერმანულ ფეხბურთში სამწვრთელო გამოცდილება. 2007-2009 წლებში იგი ბერლინის "ჰერტას" ედგა სათავეში. ხოლო, 2011-2015 წლებში მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ხელმძღვანელობდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი