დორტმუნდის ბორუსია აზარით ინტერესდება

დორტმუნდის ბორუსია აზარით ინტერესდება

26.10.2018 | 00:01

დორტმუნდის ბორუსია  25 წლის ბელგიელი შემტევით,
ტორგან აზარით ინტერესდება.

მიუნხენგლადბახის ფეხბურთელმა სეზონი ძალიან ნაყოფიერად დაიწყო და მის ანგარიშზე უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, სულ რაღაც 9 თამაშში , რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ფანტასტიური შედეგია.

მოგეხსენებათ, ლუსიენ ფავრეს გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს და მათთვის აზარი ძალიან კარგი შენაძენი იქნება, თან იმის ფონზე, რომ გუნდი სეზონის სტარტზე ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა.

მიუხედავად გუნდში ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, "შავ-ყვითლები" 8 ტურის შემდეგ, 20 ქულით გერმანიის ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

2.50 avg. rating (63% score) - 2 votes

მსგავსები