დისკვალიფიკაციის შემდეგ შარაპოვამ პირველი ტიტული მოიგო

დისკვალიფიკაციის შემდეგ შარაპოვამ პირველი ტიტული მოიგო

15.10.2017 | 12:51

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ ტიანძინის ფინალში 19 წლის არინა სობოლენკოს სძლია (7:5; 7:6) და კარიერაში 36, ხოლო დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

30 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ირველი სეტი 1:4-დან დაქაჩა. მეორე სეტი კი 1:5-დან შემოატრიალა და გადამწყვეტ ტაიბრეიკში 10:8 იმარჯვა.

აღნიშნული ტურნირის მოგებით მარია შარაპოვა ტოპ-50-ს მიუახლოვდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ, 5 გზის გრანდ სლემის გამარჯვებული მოსკოვის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტარტს მომდევნო კვირაში აიღებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote

მსგავსები