დიეგო სიმეონეს მეორე ვაჟიც იტალიაში ითამაშებს

დიეგო სიმეონეს მეორე ვაჟიც იტალიაში ითამაშებს

30.01.2018 | 20:58

დიეგო სიმეონეს უმცროსი ვაჟი, ჯანლუკა სიმეონე კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

21 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სერია ბ-ს ბინადარ გუნდს, "ფროზინონეს" არენდის წესით შეუერთდა. ჯანლუკა ახალი კლუბის ღირსებას უახლოესი 18 თვის განმავლობაში დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის უფროსი ვაჟი, ჯოვანიც იტალიაში ასპარეზობს და "ფიორენტინას" რიგებში გამოდის.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები