დიასის რეკორდი “ლიონში”

დიასის რეკორდი “ლიონში”

10.09.2017 | 21:02

მარიანო დიასი, რომელიც "ლიონს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, საფრანგეთში ადაპტირება უმოკლეს დროში მოახერხა და კლუბის ისტორიაში შევიდა. კერძოდ, დომინიკელმა ფებურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს საწყის 5 ტურში 4-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება, რაც აქამდე "ლიონის" არცერთ ახალწვეულს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ მარიანო დიასი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლიონში" 8 მილიონნი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები