დე ბრუინე კვლავ ტრავმირებულია

დე ბრუინე კვლავ ტრავმირებულია

2.11.2018 | 11:17

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე კვლავ ტრავმირებულია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა აგვისტოს თვეში მიიღო და ახლადდაბრუნებულმა "ქალაქელთა" ძირითად შემადგენლობაში მატჩი მხოლოდ მეორედ დაიწყო, ინგლისის ლიგის თასზე, "ფულემის" წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა.

86-ე წუთზე ბელგიელმა მინდორი კოჭლობით დატოვა. ამჯერად, იგი ტკივილს მარცხენა მუხლში გრძნობდა.

თუ რა დროის გამოტოვება მოუწევს კევინ დე ბრუინს, ამას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ.

 

ზურა ბაიდარაშვილი