ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი, დათა ქაჯაია შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა.
ავტომრბოლელს პირველი ხარისხის მედალი გადაეცა. შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 16 მსოფლიო ჩემპიონი, 4 ევროპის ჩემპიონი და ორი გინესის რეკორდსმენია.