გუგა ფალავანდიშვილი პოლონეთში ითამაშებს

გუგა ფალავანდიშვილი პოლონეთში ითამაშებს

24.01.2018 | 15:34

საყრდენი ნახევარმველი გუგა  ფალავანდიშვილი  კარიერას პოლონურ ,,პოდპესიჟეში" გააგრძელებს.

23 წლის ფეხბურთელმა  ახალ კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კონტრაქტი  კიდევ 1 წლით გახანგძლივდება

ეს გუნდი პოლონეთის პირველ დივიზიონში  ასპარეზობს და 18 გუნდიან გათამაშებაში მე-12 ადგილზე იმყოფება 24 ქულით, იგი ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება. ზოგადად ცხრილში  კი სიმჭიდროვეა, ამიტომ  არ არის გამორიცხული ამ გუნდმა სეზონი გაცილებით მაღალ პოზიციაზე დაასრულოს.

გასული სეზონი ფალავანდიშვილმა ქუთაისის ,,ტორპედოს" რიგებში გაატარა და ამ გუნდთან ერთად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.   

                                                                                                                                                                  ნიკა ბაიდაური 

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები