გორის „დილა” განელი ფეხბურთელით გაძლიერდა

გორის „დილა” განელი ფეხბურთელით გაძლიერდა

10.08.2017 | 02:18

26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შემტევი ფეხბურთელი დილაში ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსიდან“ გადავიდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიელი პელეა.  კალიფ ალჰასანის  სიმაღლე 178 სმია. პოზიცია - შემტევი ნახევარმცველი, კალიფს ასევე ნათამაშები აქვს განის U17 და U20 წლამდელთა ნაკრებში.

სკ „დილა გორი“ პრესსამსახური

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები