გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში ითამაშებს

გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში ითამაშებს

23.08.2017 | 22:16

ბოლო ერთ თვეში, "საბურთალომ" ევროპაშისამი მოთამაშე  გაუშვა.

ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვეში ერთწლიანი იჯარით "მონაკოს" პარტნიორ კლუბში, ბელგიის პირველი დივიზიონის "სერკლ ბრიუგეში" ითამაშებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე, გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგის "ჟირონაში" ჩაირიცხა. დღეს კი გიორგი ჩოჩიშვილმა პრაღის "სლავიასთან" გააფორმა კონტრატქი.

ახლა რიგში გიორგი ხარაიშვილია. "საბურთალოს" 21 წლის კაპიტანი არც "ანდერლეხტში" გადადის და არც "ბრიუგეში", "ვიტესში" ან "ბრონდბიუში", რაც მცირე ხნის წინ დაიწერა.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში გააგრძელებს.

ხარაიშვილის ტრანსფერის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოეწეროს.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები