გიორგი შერმანდინი ესპანეთში პირველია

გიორგი შერმანდინი ესპანეთში პირველია

5.01.2018 | 11:22

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2017 წლის, ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა.

ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების სრული დაჯამების შემდეგ, შერმანდინმა პირველი ადგილი დაიკავა. 2017 წელს შერმანდინი ჯერ "ანდორას" შემდეგ კი "უნიკახას" შემადგენლობაში ასპარეზობდა. ქართველმა ცენტრმა გასულ წელს სულ 524 ქულა და 238 მოხსნა დააგროვა.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote