გიორგი შანიძე: “გაგრა” ტრამპლინია ახალგაზრდებისთვის

გიორგი შანიძე: “გაგრა” ტრამპლინია ახალგაზრდებისთვის

27.12.2017 | 16:51

სულ ახლახანს ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "გაგრამ" რებრედინგი შემოგვთავაზა. განახლებული ლოგო, სლოგანი და ასე შემდეგ. რაც სასიამოვნო ფაქტია, როგორც "გაგრას" გულშემატკივრებისთვის, ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის.

რებრედინგზე, კლუბის გეგმებზე და ქართულ ფეხბურთზე კითხვები საფეხბურთო კლუბ "გაგრას" პრეზიდენტის ასისტენტს, გიორგი შანიძეს დაუსვით.

გიორგი შანიძე: "2005-06 წლებში როდესაც "გაგრაში" გია გეგუჩაძე მუშაობდა, მაშინ "გაგრა" ახალგაზრდული გუნდი იყო. სწორედ მაშინ მოიგო პირველი ლიგაც. შემდეგ გადავიდა უმაღლეს ლიგაში და დაწერა ისტორია. ამ დროს "გაგრა" იყო ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი. უზრდიდა ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელებს. მაგალითად. ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი "გაგრას გაზრდილია. არაერთი ფეხბურთელი თამაშობდა ამ გუნდიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ჩვენ გადავწყვიტეთ ისევ ამ რელსებში ჩავმჯდარიყავით წელს და ახლა უფრო მეტი გამოცდილებაც გვაქვს და ცვლილებებიც ხორციელდება.

 

- გავაგრძელოთ ცვლილებებზე საუბარ. ვინ იყო ამ ყოველივეს შემოქმედი, რაც ამ ბოლო დროს ვიხილეთ? განახლებუი ლოგო, სლოგანი და ასე შემდეგ.

- ლოგო ლადო კობახიძემ შექმნა. ჩვენმა თანაპარტნიორმა, რომელიც თავიდან გვეხმარებოდა მარკეიტინგში. შემდეგ უკვე რებრედინგი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის გურამ გაბრიჭიძეს, ჩვენი მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელის დამსახურება. ზოგადად "გაგრა" ეს არის ერთობლივი, მაგრამ პირადად ეს კაცი არის ამ ყველაფრის შემოქმედი. ჩვენი სლოგანი "GEORGIA UNITED" ეს არის გაერთიანებული საქართველო. რადგანაც მოგეხსენებათ "გაგრა" ლტოლვილი გუნდია ოკუპირებული ტერიტორიიდან. დისლოცირებული ვართ გაგრიდან, ჩვენ სახლში ვერ ვთამაშობთ და ვართ თბილისში. გაერთიანებული საქართველო ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქართველო გაერთიანდება, გამთლიანდება ჩვენ დავბრუნდებით სახლში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი რო ვითამაშოთ სახლში.

 

- ამით შეწყდება ცვლილებები გაგრაში? თუ არის კიდევ რამე დაგეგმილი?

- კი არის დაგეგმილი. გუნდი გაახალგაზრდავებისკენ არის მიმართული. ჯერჯერობი არაფერი არ არის ცვლილებები გუნდში, ფეხბურთელებს აქვთ მოქმედი კონრაქტები. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ იქნებიან რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელები დამატებულნი, რამოდენიმე კი არა ძირითად ბირთვი ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. ისეთი ახალგაზრდებით, რომელებც ჯერ არ უნახავს ფართო საზოგადოებას. ძალიან კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, რომლებიც ისევ დაწერენ "გაგრას" ისტორიას.

 

- ლეგიონრების ჩამოყვანაზე რას გვეტყოდით? ანუ ამ მხრივ რა იგრგმება?

- ლეგიონერი ჩვენ გვყავს. ეს არის გოლკიპერი, ვლადიმერ შევჩუკი, რომელიც უკრაინის 19-წლანდელთა ნაკრების მოქმედი მეკარეა. ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული. რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით, თუმცა უნდა ველოდოთ რამოდენიმე ლეგიონერს.

 

- რა გეგმები გაქვთ ასაკობრივ გუნდებთან დაკავშირებით? თუ იგეგმება საფეხბურთო სკოლის გახსნა?

- "გაგრა" მომავლის გუნდია და რა თქმა უნდა ასაკობრივ გუნდები გვყავს. ესენია: U10, U12 U14, U15, U16, U17, U19 გუნდები. ხოლო გასულ სეზონში აკადემიის სამი გუნდიდან ორი U15 და U17 საქართველოს ოქროს ლიგის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. რაც შეეხება "გაგრას" საფეხბურთო სკოლას, ის დაახლოებით იანვრის თვისთვის გაიხსნება, რომელიც მოამარაგებს აკადემიას, აკადემია კი პირველ გუნდს.

 

- თქვენი აზრი მაინტერესებს სფფ-ს გადაწყვეტლებაზე. დამატებითი ხარჯების გამოყოფას ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებისთვის ფან-კლუბის დასაფინანსებლად. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

- მე პირადად ეს გადაწყვეტილება ძალიან მომეწონა, რადგანაც ჩვენ ფაქტიურად გვეძლევა საშუალება შევქმნათ კლუბის ფან -კლუბი, რომელიც არამარტო იმისთვის იქნება რომ კლუბის ფანკლუბი იყოს, არამედ ეს მარკიტენგული კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯიც არის. საერთოდ, კარგია, რომ სფფ ეხმარება კლუბებს ფანკლუბის ჩამოყალიბებაში. ეს აქამდე ჩვენთვის სამწუხაროდ არ იყო შესაძლებელი და დღეს უკვე შევქმენით ფანკლუბი. ასევე ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაც, რომელიც 3-4 დღეა გახსნილია და უკვე რამოდენიმე ათეული მსურველი გამოჩნდა ამ მოკლე დროში.

 

- როგორ ფიქრობთ დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთი განვითარების წორ გზას ადგას?

- მიუხედავად ყველაფრისა მაინც ამ ეტაპზე რაღაც კრიზისი არსებობს ფინანსეფთანაც დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია განვითარება. არის დღეს თაობა, რომელსაც შეუძლია განავითაროს ქართული ფეხბურთი. მე ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას არამარტო "გაგრაში", "ლოკომოტივში" თბილისის "დინამოში", "საბურთალოშიც" რომლებსაც სიტყვის თქმა შეუძლიათ.

 

- რას ითხოვთ ფეხბურთის ფედერაციისგან დამატებით? თუ არის დღეს შექმნილი კლუბების განვითარებისთვის პირობები?

- ფეხბურთის ფედერაცია რასაც გვიკეთებს გკმაყოფილები ვართ, აი თუნდაც ფან-კლუბის დაფინანსებისთვის თანხის გამოყოფით, ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნით, ასევე სხვადასხვა პრემიალური თანხებიც არის და აქედან გამომდინარე ჩვენ სამდურავი სფფ-ს მიმართ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 2 votes

მსგავსები