გიგაშვილი: “ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების ფორმის ჩაცმა იყო”

გიგაშვილი: “ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების ფორმის ჩაცმა იყო”

6.10.2017 | 17:10

allSPORT.ge წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზურაბ გიგაშვილთან, რომელიც თურქეთში თამაშობს.

 

- მოგესალმებით ზურაბ. თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი ისტორია. სად დაიბადეთ როგორ მოხვდით თურქეთში.

- 2001 წლის 20 ნეომბერს დავიბადე საქართველოში, თბილისში. ბავშვობიდან მიზიდავდა ფეხბურთი და მიზნად მქონდა დასახული დიდი ფეხბურთი მეთამაშა. როდესაც  10 წლის გავხდი ოჯახთან ერთად თურქეთში გადმოვედი საცხოვრებლად და "ჩაიოლუსპოში" დავიწყე ფებურთის თამაში. სამი სეზონი ჩავატარე ამ კლუბში და შემდეგ ანკარის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და პრესტიჯულ კლუბში, "ანკარაგუჯუსპორის" გუნდს შევუერთდი. იქიდან მოყოლებული, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების ფორმის ჩაცმა იყო. "ანკარაგუჯუში" ჩატარებული 2 წარმატებული სეზონის შემდეგ, გამომიძახეს საქართველოს ნაკრებში, რითიც ჩემი ეს ოცნება ახდა და ძალიან გახარებული ვარ.

 

- ისურვებდი საქართველოში თამაშს?

- ამჟამად თამაშს ვაგრძელებ "ანკარაგუჯუში". აქ თავს კარგად ვგრძნობ. ზოგადად თურქეთი ხელს მიწყობს თვითგანვითარებაში და კმაყოფილი ვარ აქ თამაშით. მომავალში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

- საინტერესოა უყურებ თუ არა ეროვნულ ლიგას?

- რა თმქა უნდა თვალს ვადევნებ ქართულ ფეხბურთს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გუნდს.

 

- როდის შედგება შენი დებიუტი პირველ გუნდში?

- ამჟამად ვთამაშობ U19 გუნდში და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა "ანკარაგუჯუს" პირველ გუნდში დაწინაურებაა. ამისათვის ბევრს ვვარჯიშობ და ვითარდები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

 

- ზოგადად როგორი სათამაშო გარემოა თურქეთში? თქვენთვის რა დონეზეა ფეხბურთი განვითარებული?

- ძალიან განვითარებულია თურქეთი ფეხბურთის მხრივ. აქ ყველაფერში ხელს გვიწყობენ, რომ თავი თავისუფლად და კომფორტულად ვიგრძნოთ. კლუბი ყველანაირად ხელს გვიწყობს განვითარებაში.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 2 votes

მსგავსები