გია ცეცაძემ გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

გია ცეცაძემ გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

7.01.2018 | 13:02

19-24 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას თურქეთში ჩაატარებს. ეს იქნება პირველი შეკრება, რომელსაც ნაკრების ახალი მთავრი მწვრთნელი, გია ცეცაძე გაუძღვება.

შეკრებასთან ერთად, დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრა, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქალაქ ლარაში აზერბაიჯანს 23-იანვარს დაუპირისპირდება.

გია ცეცაძემ უკვე შეარჩია გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც აარჩევს თურქეთში წასაყვან ფეხბურთელებს.

მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე;

მცველები: რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე;

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე, ირაკლი რუხაძე;

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები