გვარდიოლა: “პრემიერ ლიგაში ფეხბურთს ორი კლუბი თამაშობს”

გვარდიოლა: “პრემიერ ლიგაში ფეხბურთს ორი კლუბი თამაშობს”

15.12.2017 | 11:52

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ კლუბებზე ისაუბრა, რომელთა თამაშის სტილიც ესპანელ სპეციალისტს ყველაზე მეტად იზიდავს.

"ინგლისის პრემიერ ლიგაში მხოლოდ ორ კლუბს გამოვარჩევ, რომლებიც ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ. ასეთები "ტოტენჰემი" და "ჩელსია". ისინი არ ეწყობიან მეტოქის სქემას არამედ ცდილობენ მოწინააღმდეგეს საუთარი სტილი შესთავაზონ. ასე, რომ ჩვენ წინ მორიგი რთული გამოცდა გველის. 

ძალების აღსადგენად არც თუ ისე ბევრი დრო გვაქვს. ასე, რომ მზად ვართ "ტოტენჰემთან" სათამაშოდ და ვეცდებით იგივე შედეგი ვაჩვენოთ რასაც უანასკნელ ერიოდში", - ციტირებს პეპის სიტყვებს Mirror.

 

ზურა ბაიდარაშვილი