გაიცანითი ლევან აბესაძე – დამწყები სამჭიდელის უნიკალური მიღწევა

გაიცანითი ლევან აბესაძე – დამწყები სამჭიდელის უნიკალური მიღწევა

1.01.2018 | 21:57

დამწყებმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ  მიმდინარე წელს ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, რაც უნიკალური შედეგია: პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე (IPSU ფედერაცია) (80 კილოგრამში); პირველი ადგილი (ორ კატეგორიაში) შავი ზღვის თასზე (90 კილოგრამში); პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე (IPF ფედერაცია) (105 კილოგრამში); პირველი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე (100 კილოგრამში) ჩვენ ლევანს მისი წარმატებების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ:

,,ვარჯიში  3 წლის წინდავიწყე . ვარჯიშის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, ჩვენი დარბაზი საქართველოს ჩემპიონატზე გადიოდა, თუმცა ერთ-ერთი მონაწილე ტურნირზე ვეღარ გავიდა და მის ნაცვლად მე ვიასპარეზე. 1 წლის მანძილზე 5 მედლის მოპოვება მოვახერხე: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი, 2-ჯერ შავი ზღვის და 1 მსოფლიო. ამჟამად ვარჯიშს განვაგრძობ. მომზადებაში თემურ ვაჭარაძე და ლევან გალდავა მეხმარებიან. ჩემი მიზანია, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და გავიმარჯვო. სხვა სპორტით თუ ხართ დაინტერესებული? ამერიკულ ფეხბურთს ვთამაშობდი. ასევე მომწონს ფეხბურთი და ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მატერაცი იყო, რომელიც “ინტერის“ ღირსებას იცავდა. ვინ არის შენი საყვარელი სპორტსმენი? ჩემი საყვარელი სპორტსმენი არის ლევან თედიაშვილი, რადგან ის არის ქართული სპორტის სახე და ალბათ ყველა სპორტსმენი იოცნებებდა, რომ მიმეღწია ისეთ წარმატებებს, როგორსაც მან მიაღწია.

ძალიან ბევრი მაღალი დონის სპორცმენი გვყვავს თუნდაც ჩემი დარბაზიდან დავასახელებ რამოდენიმეს გოჩა ბაციაშვილს ილია ქოჩიშვილს ლევან გალდავას, საქართველოში რესურსი არც ისე დიდია მომზადების მხრივ თორემ განსაკუთრებით ბოლო მათგანს შეუძლია მსოფლიოს, მინიმუმ ტოპ ხუთეულში ყოფნა "-გვითხრა ლევან აბესაძემ.

                                                                                                                                                                              გივი თვალიაშვილი

 

5.00 avg. rating (97% score) - 3 votes

მსგავსები