გაბედავას კუთვნილი ჯილდო გადასცეს

გაბედავას კუთვნილი ჯილდო გადასცეს

5.10.2018 | 19:13

საფეხბურთო ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად, საჩხერის ჩიხურას ფორვარდი და ჩემპიონატის ბომბარდირი, გიორგი გაბედავა დასახელდა. მას, კუთვნილი ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. გიორგი გაბედავამ ამ დრომდე "ელიგაში" 16 გოლის გატანა შეძლო.

გიორგი გაბედავა- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას დაფასებისათვის. ევროთასებზე გამოსვლამ, ჩვენ ფიზიკურ ფორმაზე იმოქმედა და ჩემპიონატში პოზიციები ცოტა დავთმეთ, თუმცა შანსს კიდევ ვინარჩუნებთ და ვეცდებით ევროსაგზური კვლავ მოვიპოვოთ.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები