ბულუტი: “მოლაპარაკებებს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ გუნდებთან ვაწარმოებთ”

ბულუტი: “მოლაპარაკებებს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ გუნდებთან ვაწარმოებთ”

3.12.2017 | 11:40

"ბარსელონას" ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტის, აჰმეტ ბულუტი განცხადებით, მისი კლიენტი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

"ჯერჯერობით გაურვეველია სად გააგრძელებს არიერას არდა, თუმცა ის "ბარსელონას" იანვარში დატოვებს. მოლაპარაკებებს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებთან ვაწარმოებთ. იმასაც გეტყვით, რომ "გალათასარაისთან" კონტაქტი აქ გვაქვს.

ორ ვარიანტზე ვმუშაობთ. საბოლოო გადაწყვეტილებას დაახლოებით 15 დღეში მივიღებთ და ჩამოვყალიბდებით, არენდით დატოვებს თურანი "ბარსელონას" თუ მისი გაყიდვა მოხდება".

მიმდინარე სეზონში არდა თურანს ლა ლიგის არცრთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.

 

ზურა ბაიდარაშვილი