ბოლტმა ავსტრალიური კლუბი დატოვა

ბოლტმა ავსტრალიური კლუბი დატოვა

2.11.2018 | 12:26

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპორტსმენმა, უსაინ ბოლტმა ავსტრალიური კლუბი "სენტრალ ქოუსთ მარინერსი" დატოვა, რომლის შემადგენლობაშიც ამა წლის 21 აგვისტოდან ვარჯიშობდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მესვეურებს, თანამშრომლებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და "მარინერსის" გულშემატკივრებს, რატა მათ ასე თბილად მიმიღეს. ახალ სეზონში კლუბს წარმატებას ვუსურვებ".

ასევე, ბოლტის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის მფლობელმა, მაიკლ ჩარლისვორტმაც გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ უსაინ ბოლტთან კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, აღფრთოვანებულნი ვართ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ჩვენი კლუბის ნაწილი იყო ამ 9 კვირის განმავლობაში.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა და მისი ოცნების ასრულებაში დახმარება, გამხდარიყო ფეხბურთელი პროფესიონალურ დონეზე".

შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტმა "მარინერსის" შემადგენლობაში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთ მათგანში დუბლიც კი გაიფორმა. თუ სად გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას იამაიკელი სპორტსმენი, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

 

ზურა ბაიდარაშვილი

მსგავსები