ბილბაოს “ატლეტიკმა” რეკორდული ტრანსფერი განახორციელა

ბილბაოს “ატლეტიკმა” რეკორდული ტრანსფერი განახორციელა

30.01.2018 | 20:24

ბილბაოს "ატლეტიკმა "მანჩესტერ სიტიში" გაყიდული ემერიკ ლაპორტი "რეალ სოსიედადის" მცველით ჩაანაცვლა.

ბასკურმა კლუბმა ლაპორტის გაყიდვით 65 მილიონი ევრო გამოიმუშავა და თითქმის ნახევარი მის შემცვლელში დახარჯა.

"ატლეტიკმა" "სოსიედადიდან" ინიგო მარტინესი 32 მილიონ ევროდ გამოისყიდა. 26 წლის ბასკი მცველი ახალ  კლუბთან მოაწერს ხელს, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვილი. მისი გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინიგო მარტინესი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა სერხიო რამოსი, რომლის სანაცვლოდაც თავის დროზე მადრიდის "რეალმა" "სევილიას" 27 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

ზურა ბაიდარაშვილი