ბექა ჩიკვილაძე:  “მიზანი ერთია – სუპერლიგაში გადასვლა”

ბექა ჩიკვილაძე: “მიზანი ერთია – სუპერლიგაში გადასვლა”

11.01.2018 | 15:06

"ტიტების" ერთ-ერთმა  ლიდრმა, ბექა ჩიკვილაძე კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოახლოებულ სეზონზე და მიზნებზე ისაუბრა.

 

  • ბექა პირველ რიგში რამდენად ადვილად გაიარე ადაპტაცია "ტიტებში" და როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?

"ტიტებში"  ადაპტაცია არ გამჭირვებია. ძალიან კარგად  დაკომპლექტებული გუნდია, კარგი სამწვრთნელო სტაფით და ხემძღავენლობით. აქედან გამომდინარე გამიადვილდა გუნდთან შეწყობა.

მოტივირებულები  ვართ ა-ლიგის მოგებისთვის, ძალიან დიდი სურვილი მაქვს "ტიტების" სუპერლიგაში ხილვის.

 

  • 17 იანვარს იწყება ა-ლიგის გათამაშება, რამდენად მზად ხართ მოახლოვებული თამაშებისთვის.

ვვარჯიშობთ სრული დატვირთვით. საბედნიეროდ  ტრავმები არ გვაწუხებს. ველოდებით თამაშების დაწყებას, რადგან თამაშის რიტმში უფრო გამოჩნდება  რაზე გვაქვს სამუშაო. ამავდროულად, უფრო შევალთ  ფორმაში. თამაშის რიტმი უფრო ეხმარება გუნდს სრულ კონდიციამდე მივიდეს.

 

  • რა მიზანს ისახავთ და ვის მიიჩნევ "ტიტების" მთავარ კონკურენტად?

ყველა გუნდთან აუცილებელია მობილიზაცია და მონდომება. ასე, რომ ყველა გუნდი კონკურენტია.

რაც შეეხება მიზანს სუპერლიგაში გადასვლაა.

 

  • ბექა შენზეც ვთქვათ. სუპერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი ხარ. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ა-ლიგის გუნდში შენი ხილვა.

ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე  აღმოჩნდა ა-ლიგაში.  რით ვერ დავიმსახურეთ სუპერლიგის გუნდების ინტერესი ვერ ვხვდები,  მაგრამ ყველას თავის შეხედულება აქვს. ამჯერად არ ვფიქრობ მაგ თემაზე. კმაყოფილი ვარ "ტიტებში" ყოფნით არამგონია ა-ლიგა სუპერლიგაზე უინტერესო გამოდგეს.

 

  • ჯერ 26 წლის ხარ და ალბათ კვლავ ფიქრობ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე.

რა თქმა უნდა თუ ნაკრებს დასჭირდება ჩემი დახმარება, მე ყოველთვის მზად ვარ 100% დავიხარჯო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. 

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები