ბექა ბურჯანაძემ “ანდორასთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა

ბექა ბურჯანაძემ “ანდორასთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა

22.06.2017 | 13:53

ბექა ბურჯანაძემ ესპანურ უმაღლესლიგენ „ანდორა მორაბანკთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრს ანდორელებმა ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ფორვარდი “მორაბანკ ანდორაში” გასული სეზონის წინ ქვედალიგელი “ლეიმა ბასკეტ კორუნადან” გადაბარგდა და ახალ გუნდს ჩინებულად შეეწყო. ბექამ 29 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.1 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებდა, მისი სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი კი 12.1 გახლდათ.

“ბურჯანაძემ გასული სეზონი დიდებულად განვლო და თავისი შრომით ეს კონტრაქტი დაიმსახურა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც ვთვლით, რომ ბექა ზრდას კიდევ განაგრძობს და კლუბისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. სასიამოვნოა ისიც, რომ ბურჯანაძეს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა”, - აღნიშნა “მორაბანკ ანდორას” გენერალურმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ.

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები