ბესიკ ლეჟავა “ტიტებში” ითამაშებს

ბესიკ ლეჟავა “ტიტებში” ითამაშებს

31.10.2017 | 13:17

თბილისის "ტიტების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბესიკ ლეჟავა ახალი სეზონიდან ა ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი "ტიტებს" "ბათუმის" დატოვების შემდეგ შეუერთდა.

ლეჟავას გულშემატკივრების წინაშე ზედმეტი წარსდგენა არ სჭირდება. სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლავთ, რომელსაც არაერთი წამყვანი გუნდის მაისური მოურგია და ყველგან ლიდერი გახლდათ. ბესო დღეს "ტიტებშია" და  ცდილობს,  თავის გამოცდილება და მოტივაცია ახალგაზრდა მოთამაშეებს გაუზიაროს.

შეგახსენებთ, რომ ბესომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2013 და 2015 წელს)

 

ბესიკ ლეჟავა

დაიბადა: 21.02.1986

სიმაღლე: 193 სმ.

პოზიცია: უკანახაზელი

 

კარიერა:

2003-2004 თსუ

2004-2005 დიჟონი (საფრანგეთი)

2005-2007 თსუ

2007-2009 ენერჯი ინვესტი

2009-2010 ბათუმი

2010-2011 შსს

2011-2012 აპოლონი (კვიპროსი)

2012          შსს

2013        არმია

2013-2015 დინამო თბილისი

2015-2017 ბათუმი

 

ტიტულები:

საქართველოს ჩემპიონი 2008, 2009, 2014

საქართველოს თასი        2006,  2009, 2015

სუპერთასი                       2006,  2008

დუდუ დადიანის მემორიალი 2008

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2009, 2014

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes