ბატისტუტა: “კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხის ამპუტაციაზე ვფიქრობდი”

ბატისტუტა: “კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხის ამპუტაციაზე ვფიქრობდი”

15.12.2017 | 16:16

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ Marca-სთან კარიერის დასრულების შემდგომ წლებზე ისაუბრა.

"კარიერის დასრულების შემდეგ, სიარულიც კი მიჭირდა. ძალიან მქონდა დაზიანებული ორივე ფეხის ტერფი, განსაკუთრებით მარჯვენა, რომელზეც კიდურების უნარების აღსადგენად არაერთი ოპერაცია ჩამიტარდა. გაჭირვებით გადავაადგილდებოდი, მაგრამ ახლა საბედნიეროდ ფეხები ძალიან აღარ მტკივა. სახლში ტუალეტამდე მისვლაც კი არ შემეძლო და უამრავ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს ვიღებდი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში. 

ერთი პერიოდი ფეხის ამპუტაციაზეც კი დავფიქრდი. კლინიკაში წავედი და ექიმს ვკითხე შესაძლებელი იყო თუ არა ამპუტაცია, რადგან ტკივილების გაძლება უკვე აღარ შემეძლო", - ყვება გაბრიელ ბატისტუტა.

შეგახსენებთ,  ბატისტუტამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები