“ბასკონიამ” მორიგი მატჩი წააგო

“ბასკონიამ” მორიგი მატჩი წააგო

29.10.2017 | 00:47

თორნიკე შენგელიას " ბასკონია" ევროლიგაში გერმანულ "ბამბერგთან" 72:78 დამარცხდა.

"ბასკონიას" 4 ტურია არ მოუგია. კლუბი ახლახან არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა, პაბლო პრიჯინიომ დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს ესპანურ კლუბს.

ამ მატჩში "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოედანზე 36 წუთი დაჰყო. მის ანგარიშზე 9 მოხსნა, 8 ქულა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

მომდევნო მატჩს "ბასკონია" 2 ნოემბერს, ბერძნულ "პანათინაიკოსთან" გამართავს.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote

მსგავსები