ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა

ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა

22.06.2017 | 18:45

განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აქამდე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 53-ე ადგილი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის თებერვალში დააფიქსირა, 19 ივნისის რეიტინგის მიხედვით კი საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირადი შედეგი ორი პიზიციით გააუმჯობესა.

 ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 ივნისიდან  ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ლუქსემბურგის წარმომადგენელი 34 წლის ჟილ მიულერი იქნება, რომელიც რეიტინგში ამჟამად 26-ე ადგილს იკავებს.

სამინისტროს პრესსამსახური

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote

მსგავსები